ვალუტა

EUR
1
EUR
3.0268
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.0447
Down 0.0000
USD
1
USD
2.6727
Down 0.0000

ამინდი

img ყვარელი 1 - 12 °C
img ბათუმი 13 - 19 °C
img ქუთაისი 7 - 17 °C
img თბილისი 1 - 10 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

ფუტკრის პროდუქტები
ფუტკარი იძლევა შვიდი სახის ბიოლოგიურად სუფთა ნატურალურ პროდუქტს: თაფლი, დინდგელი, ცვილი, ყვავილის მტვერი, ჭეო, ფუტკრის სადედე რძე, შხამი.
თაფლი
თაფლის მრავალი სახეობა არსებობს:მინდვრის,მდელოს,აკაციის,წაბლის,მზესუმზირის,სამყურის,მდოგვის,იონჯის და ა.შ. ფუტკრის თაფლი უნიკალური საკვებია,დიეტური და სამკურნალო თვისებების პროდუქტია.თაფლში არსებული არომატული ნივთიერებები,რომლებიც მცენარის სახეობიდან გამომდინარეობენ,თაფლს მიმზიდვლელს ხდიან,ხოლო მასში არსებული ფერმენტები თაფლის დიეტურობას განსაზღვრავენ. თაფლის ძირითადი ნაწილი ნახშირწყლებია-გლუკოზა და ფრუქტოზა.ასევე თაფლის შემადგენლობაში შედის ფერმენტები,ჰორმონები,ორგანული მჟავები,ანტიბიოტიკები ანუ ყოველივე ის,რაც საჭიროა ადამიანის სისხლის მიმოქცევის გასაძლიერებლად და ძვლების გასამაგრებლად.  თაფლში გვხვდება ორი წარმოშობის ცილა: მცენარეული და ცხოველური.ფუტკრის მიერ თაფლში გამოყოფილი ანტიბიოტიკები ბაქტერიების ზრდას აჩერებენ.

დინდგელი
დინდგელი იგივე პროპოლისი წებოვანი მუქი მომწვანო ან მოყვითალო ყავისფერია,აქვს მომწარო გემო,დამახასიათებელი სპეციფიკური,თაფლის,ცვილის,ვანილის და ფისოვანი სუნი.დროთა განმავლობაში დინდგელი შედარებუთ მუქ,ხშირ შემთხვევაში მოშავო ფერს ღებულობს,მკვრივდება და კარგავს სუნს.დინდგელის სასიამოვნო სუნი დამოკიდებულია  მცენარეთა სახეობაზე.    დინდგელის შემადგენლობაში შედის:ფისი და ბალზამი,ეთეროვანი ზეთები,ცვილი,ყვავილის მტვერი,არომატული მჟავები,მიკროელემენტები და სხვ.მას აქვს ანტიმიკრობული,ანტისეპტიკური და სადეზინფექციო მოქმედება.დინდგელში დადგენილია  284 სახეობის ნივთიერება.

ყვავილის მტვერი
ყვავილის მტვერი შედგება გრანულებისგან,რომელიც ცილების,ცხიმების,მინერალური მარილებისა და ვიტამინების ძირითადი წყაროა.    ყვავილის მტვერს ფუტკარი ყვავილთა მტვრიანების პარკიდან იღებს,აწებებს ფეხგუნდის სახით და აწყობს ფეხზე მოთავსებულ კალათში.    ფუტკარი ყვავილის მტვერს დანამავს ჩიჩახვიდან ამოღებული ნექტრით და მიაწებებს ერთმანეთს.ნერწყვის ფერმენტებით მტვერში მიმდინარეობს ქიმიური ცვლილებები.ბაქტერიები შაქარს გადაამუშავებენ რძის მჟავად,რის გამოც მოტკბო მტვერს ეძლევა მჟავე გემო.ფუტკარი უჯრედში მოთავსებულ მტვერს დაასხავს თაფლს და დააკონსერვებს რის გამოც მას ობი არ უჩნდება.ასეთ მტვერს ეწოდება ჭეო.

ფუტკრის სადედე რძე
ფუტკრის სადედე რძეს მუშა ფუტკრები ყვავილის მტვრისა და თაფლისგ ან გამოიმუშავებენ და სპეციალური ჯირკვლებიდან გამოყოფენ. ფუტკრის ოჯახში ამ რძეს იყენებს მუშა ფუტკრის და დედა ფუტკრის ფუმფლის (ბარტყის) საკვებად. ახლად გამოჩეკილი მუშა ფუტკრის ფუმფლი სადედე რძით იკვებება არსებობის პირველ ორ დღეს, ხოლო დედის- გამოჩეკიდან სიცოცხლის ბოლომდე. სწორედ ამ სასწაულმოქმედი საკვების შედეგია ის, რომ დედა ფუტკრის ფუმფლი 5 დღეში წონაში 1600-1800-ჯერ იმატებს და ყალიბდება სრულფასოვან, განაყოფიერება-გამრავლების უნარის მქონე მდედრად. იგი აქტიურ პერიოდში ყოველ დღიურად 1500-3500- მდე კვერცხს

დებს, რაც თავის წონას აღემატება. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-7 წელს აღწევს,ხოლო მუშა ფუტკრისა აქტიურ პერიოდში 30-40 დღეა.   ამჟამად მიჩნეულია, რომ ბუნებაში არ არსებობს ფუტკრის სადედე რძეზე უფრო აქტიური პროდუქტი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების, გაახალგაზრდავების და გამრავლებისთვის. ფუტკრის სადედე რძე ერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას (მათ შორის 10 შეუცვლელია), ვიტამინებს (B1, B2, B5, B6, B12, A, D, PP, E DA A.შ) და 300-მდე მიკრონაერთს. მხოლოდ და მხოლოდ ფუტკრის სადედე რძეში გვხვდება გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი იუვენილური.  სადედე რძე მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და მასში ხოლესტერინის დონის მკვეთრად შემცირებაში. იგი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორია და შესაბამისად ახდენს წონის კორექციას.  ფუტკრის რძეს ბუნებაში ანალოგი არ მოეპოვება უშვილობის სამკურნალოდ. ორსულობის პერიოდში ხელს უწყობს ჩანასახის ნორმალურ განვითარებას, დედის ორგანიზმში ლაქტაციის პროცესის სტიმულირებას.  ფუტკრის სადედე რძე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს (30-50%) ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს. ამიტომ მისი მიღება მიზანშეწონილია მძიმე ფიზიკური დატვირთვისას, (სპორცმენებს) და დაძაბული გონებრივი შრომის პირობებში მყოფი ადამიანებისთვის (გამოცდების დროს).
სადედე რძე არეგულირებს და ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, ებრძვის სტრესს, დეპრესიას, გონებრივ და ფიზიკურ გადაღლას, იგი მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.  ფუტკრის რძე მრავალი დაავადების დროს გამოიყენება, როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკის მიზნით. სადედე რძე მიჩნეულია საკვებ დანამატად, რომელსაც ძლიერი სამკურნალო და ბიომასტიმულირებელი თვისებები მოეპოვება. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველეობას, მეხსიერებას. ააქტიურებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას (განსაკუთრებით სასქესოჯირკვლების), ხელს უშლის ყოველგვარი სიმსივნეების წარმოქმნას, ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, ახდენს ორგანიზმის ბიოსტიმულირებას, სისხლის არტერიული წნევის რეგულირებას (როგორც მაღალი, ასევე დაბალი წნევის დროს). აჩქარებს ბავშვის ზრდის პროცესს, ხელს უწყობს მოზარდის ნორმალურ განვითარებას (როგროც ფიზიკურ ასევე გონებრივ) სადედე რძე ძალზედ ეფექტურია პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის მკურნალობისას. მას გააჩნია ძლიერი მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები: იგი სპობს 21 სახის მიკროორგანიზმს. მათ შორის-სოკოს, ტუბერკულოზის (კოხის) ჩხირებს.  ფუტკრის რძეს ეფექტურად იყენებენ პარფიუმერიაში, საკმარისია იაფფასიან კრემში 15-20% რძის დამატება, რომ ის საფირმო ძვირადღირებულ კრემს უტოლდება.

დოზა: სადედე რძის დღიური პროფილაქტიკური ნორმა ზრდასრულთათვის 0.2 გრ.  16 წლამდე მოზარდებისთვის-- 0.1 გრ.  გვერდითი მოვლენები:  ფუტკრის რძისადმი ალერგია, რაც გამოიხატება ნერვიული აგზნებადობით, თავის ტკივილით (რაც ძალიან იშვიათია)  უკუჩვენება:  ადისონის (თირკმელზედა ჯირკვლების დაავადება) დროს.   შენახვის პირობები:  ინახება მაცივარში ან თერმოსში, სადაც ტემპერატურა იქნება +2 c-დან +6 c-მდე. მიღების წესი:  დღეში 2-3 -ჯერ ჭამამდე 30 წთ-ით ადრე ენის ქვეშ დადებით. (როგორც ვალიდოლი) 10-15 წუთის განმავლობაში.  მისი მიღება შეიძლება თაფლთან და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტებთან ერთად.  აღნიშნული პროფილაქტიკური დოზის მიღება შეიძლება ხანგრძლივად როგორც საკვებ დანამატი 10 დღის შესვენებით.

ცვილი
ცვილი არის ფუტკრის საცვილე ჯირკვლების მიერ შემუშავებული პროდუქტი.ის არის გაშავებული,ჩრჩილისგან გაფუჭებული ფიჭები,ცვილის ანათლები,ჩარჩოებიდან და სკის კედლებიდან აფხეკილი ცვილი და სხვ.ცვილში შედის 284-მდე კომპონენტი,რთული ეთერები,თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები,ნახშირწყლები და ა.შ.    ნატურალურ ცვილს თაფლის ან თაფლის და დინდგელი სასიამოვნო სუნი აქვს,თუ ცვილს გავაცხელებთ დანახასიათებელი სუნი ძლიერდება.     ცვილს აქვს კრისტალური,მარცვლოვანი სტრუქტურა,ცვილის კრისტალიზაცია დამოკიდებულია ტემპერატურაზე.მარცვლიანობა გრძელდება ოთახის ტემპერატურაზე 3-4 თვეს,ამ პერიოდში მატულობს ცვილის სიმკვრივე და ელასტიურობაც.     მკვლევრების მიერ დადგენილია,რომ ცვილში არის რაღაც გარკვეული ანტიბიოტიკური ნივთიერებები,რომლებიც მდიდარია ვიტამინი A-თი.     უხსოვარი დროიდან ცნობილია მედიცინაში ცვილის გამოყენება გვამების ბალზამირებისა და სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ,ასევე კოსმეტიკასში მათეთრებელი საცხების,პომადებისა და ნიღბების დასამზადებლად.

ფუტკრის შხამი
ფუტკრის შხამი (აპიტოქსინი) ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, ის შეიცავს ფერომონებს (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება), ცილებს, ფერმენტებს (ფოსფოლიპაზა, ჰიალურონიდაზა, მჟავე ფოსფატაზა, ლიზოფოსფოლიპაზა), ბიოლოგიურად აქტიურ ამინებს (დოფამინი, ჰისტამინი, ნორადრენალინი, აცეტილხოლინი). ისინი უზრუნველყოფენ ადგილობრივ (ანთებითი რეაქცია, შეშუპება, ტკივილი) და საერთო (ჰიპოტონია, კუჭ–ნაწლავის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციების გაძლიერება და სხვა) რეაქციებს. აგრეთვე შეიცავს მელიტინს და აპამინს. ფუტკრის შხამის ზემოქმედება ორგანიზმზე მრავალმხრივია. ის მოქმედებს ყველა ორგანოთა სისტემაზე. აუმჯობესებს თავის ტვინის მიკროცირკულაციას, ღვიძლის , გულის მუშაობას. აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ძველი ლეგენდის მიხედვით ფუტკრებმა ღმერთს თხოვნით მიმართეს. ისინი თავდაცვის საშუალებას, იარაღს ითხოვდნენ, რომლითაც თავიანთ სიმდიდრეს დაიცავდნენ. ღმერთმა მათ შხამიანი ნესტარი მისცა და თან გააფრთხილა. თუ რომელიმე მათგანი ადამიანის საწინააღმდეგოდ გამოიყენებდა მოკვდებოდა, ხოლო ადამიანი პირიქით - დაავადებისაგან განიკურნებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ მეფუტკრეები დღეგრძელი ადამიანების 80%-ს შეადგენდნენ და თითქმის არასდროს ავადდენიან ათეროსკლეროზითა და ჰიპერტონიით. ეს კი ფუტკრების დანესტვრისა და შხამის მოქმედების დამსახურებაა.
ადამინი თავის აგებულებით, თითქმის სრულყოფილი არსებაა. მეცნიერების აზრით ჩვენს ორგანიზმს 150-300 წლამდე შეუძლია იცოცხლოს. თუმცა, იმისი გამო, რომ ძალზე არასასურველ გარემოში ვცხოვრობთ, საუკეთესო შემთხვევაში, ამ რესურსის მაქსიმუმ მესამედია რეალიზებული. ისევე როგორც თაფლია თავისი შემადგენლობით და თვისებებით უნიკალური და განუმეორებელი, ასევე უნიკალური და განუმეორებელია ფუტკრის შხამი. ეს რთული, ბუნების მიერ შექმნილი საოცრებაა, რის მსგავსსაც ადამიანი უბრალოდ ვერასოდეს ვერ შექმნის. ფუტკარი თავის შხამს მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს. აპიტოქსინის (ფუტკრის შხამი) დანიშნულებაა მტერი განდევნოს და არა მოსპოს. ფუტკრის შხამის სამკურნალო და სასიკვდილო დოზას შორის, ძალიან დიდი ინტერვალია. ზუსტად ამიტომაც მისი მიკროდოზები სრულიად უსაფრთხოა ადამინისთვის. თავისუფლად შეიძლება ადამიანის ორგანიზმმა ასეული ფუტკრის შხამი მიიღოს. ჰიპოკრატე ამბობდა, რომ ავადმყოფობებს ექიმი მკურნალობს, ხოლო ბუნება კურნავს. ექიმს შეუძლია, მოხსნას ტკივილი, შეაჩეროს ანთებითი პროცესი, ამოაჭრას აპენდიქსი და ჩაუყენოს კარდიოსტიმულატორი, მაგრამ დაამარცხოს დაავადება და გახადოს ჯანმრთელი, უფრო გაცილებით რთულია. ეს შეუძლია, მხოლოდ ადამიანს, რომლისთვისაც სურვილი, საციცოხლო ძალები და მაღალი იმუნიტეტია საჭირო.
© Imperveti საქართველო 2018