ვალუტა

EUR
1
EUR
3.0405
Up 0.0243
RUB
100
RUB
4.1046
Up 0.0503
USD
1
USD
2.6751
Up 0.0153

ამინდი

img ყვარელი 3 - 7 °C
img ბათუმი 2 - 6 °C
img ქუთაისი 0 - 7 °C
img თბილისი 1 - 7 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

ბივაროოლი

ფუტკრის ვაროატოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა

ფასი: 4 ლარი


გამოშვების ფორმა: თეთრი ფერის ზეთისებური სითხე, მომქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ფლუვალინატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს მკვეთრად გამოხატული კონტაქტური აკარიციდული მოქმედება ტკიპა Varroa jacobsoni-ს ზრდასრული ფორმების მიმართ, თავიდან გვაცილებს ტკიპის რეზისტენტული პოპულაციების წარმოქმნას.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიძლება 4-5 ფიჭაზე ნაკლებ სიმძლავრიანი ოჯახების დამუშავება. დამუშავებული ოჯახებიდან მიღებული თაფლი გამოიყენება შეუზღუდავად.

დოზები და გამოყენების წესი: ბივაროოლი გამოიყენება ფუტკრის ვაროატოზის სამკურნალოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე. ხმარების წინ 1მლ პრეპარატი იხსნება 2 ლ თბილ წყალში (35-40ºС) ერთგვაროვანი რძისფერი ემულსიის მიღებამდე. მიღებულ ემულსიას შპრიცის საშუალებით ასხამენ წვრილი ნაკადით სკაში ფუტკარზე, ანგარიშით 10 მლ ერთ სკაზე. დამუშავება ტარდება ორჯერადად 7 დღის ინტერვალით, დღის პირველ ნახევარში, +100 C ტემპერატურაზე. ფუტკრის ოჯახების დამუშავება უნდა შეწყდეს თაფლის მთავარ შეგროვებამდე 30 დღით ადრე.

დაფასოვება: ფლაკონი 1მლ-10 დოზა; ფლაკონი 0,5 მლ-5 დოზა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0+25ºС ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: „აგრობიოპრომი“, რუსეთი
                                                                                                                                            © Imperveti საქართველო 2018