ვალუტა

EUR
1
EUR
3.0268
Down 0.0000
RUB
100
RUB
4.0447
Down 0.0000
USD
1
USD
2.6727
Down 0.0000

ამინდი

img ყვარელი 1 - 12 °C
img ბათუმი 13 - 19 °C
img ქუთაისი 7 - 17 °C
img თბილისი 1 - 10 °C

შემოგვიერთდი Facebook-ზე

ფუტკრის გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა

დაავადება მიეკუთვნება მიაზებს ანუ ბუზის მატლებით გამოწვეულ ფუტკრის ინვაზიურ დაავადებათა ჯგუფს . მისი გამომწვევი ორფრთიანი რაზმის დიპტერა წარმომადგენელი კუზიანი ბუზის Hypocera incrassata - ს მატლები ა ამიტომ ინვაზიური დაავადების გამომწვევი ბუზის სახელწოდებიდან გამომდინარე , დაავადებას ვუწოდეთ ჰიპოცეროზი .

ბრაულოზი - ( ტილიანობა ) დედა და მუშა ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა და ენტომოზებს ეკუთვნის . გამო წვეულია უფრთო პატარა მწერით ჩვენში გავრცელებული ბრმა ბრაულათი Braula coeca. ბრაულის ზომა 1,3 - 1,6 0,8 - 1,1 მმ . მას აქვს ჯაგრისით დაფარული მოწითალო ფერის სხეული , ბრტყელი სამკუთხა ფორმის თავი , ნათელი ულვაშები , თვალები , თავის ქვეშ მოთავსებული საჩხვლეტ - საწუწნი პირის აპარატი , 5 სახსრიანი სამი წყვილი ფეხი და ოდნავ ოვალური მუცელი .

მელეოზი მელეოზი ინვაზიური დაავადებაა და ენტომიზებს ეკუთვნის . დაავადება რეგისტრირებულია ბევრ ქვეყანაში , ჩვენთანა ც გხვდება . იგი გამოწვეულია Meloe - ს სახეობის ხოჭოს მატლებით . დაავადება ჩვეულებრივად ხანმოკლე პერიოდით ხასიათდება , ვლინდება ძირითადად აპრილ - მაისში და 1 - 4 დღეში გარკვეული რაოდენობის ფუტკრის სიკვდილიანობას იწვევს .

სენოტაინიოზი - ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა და გამოწვეულია ბუზი სენოტაინით Senotainia tricuspis. იგი ოთახის ბუზის ზომისაა , სიგრძით 6 - 8 მმ , ნაცრისფერია , თავზე აქვს ფართო თეთრი ზოლები . მუცლის მეორე ტერგიტზე უკანა მხრიდან შუა ადგილზე აქვს ორი გრძელი ჯაგარი , თავი დაფარული ა გრძელი ბეწვებით , რაც მოთეთრო ფერს აძლევს , საცეცები და თავის წინა ნაწილი ყვითელია , ულვაშის მესამე სახსარი მეორეზე ორჯერ გრძელია .

პიემოტოზი - ფუტკრის ღია და გადაბეჭდილი ბარტყის ინვაზიური დაავადებაა და მიეკუთვნება არახნოზებს . გამომწვევია მუცელგაბერილი ტკიპი Pyemotos Ventricosus. დაავადება რეგისტრირებულია საფრანგეთში , გერმანიაში , შვეიცარიაში , ჩეხეთში , სლოვაკეთში , ავსტრალიაში , ბუ ლგარეთში , და სხვა . გვხვდება საქართველოშიც .

აკარაპიდოზი - ფუტკრის სასუნთქი სისტემის ინვაზიური დაავადებაა . იგი პირველად აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა ა . იმსმა კუნძულ უაიტზე , შემდგომში თავი იჩინა შოტლანდიაში , ირლანდიაში და სხვა ქ ვეყნებში . მან მიიღო გამანადგურებელი ხასიათი და ინგლისის მეფუტკრეობა თითქმის მთლიანად მოსპო .

ვაროატოზი ფუტკრისა და ბარტყის საშიში დაავადებაა . იგი გავრცელებულია თითქმის ყველა კონტინენტზე . პირველად დაავადება რეგისტრირებულ იყო აზიაში _ ჩინეთში , იაპონიაში და სხვა . მან აზიის ქვეყნების მეფუტკრეობას დიდი ზარალი მიაყენა . ლიტერატურული მონაცემებიდან ჩანს , რომ ვაროატოზმა 60 - იან წლებში ჩინეთისა და იაპონიის ზოგიერთ 285 რაიონში მეფუტკრეობა ნულამდე დაიყვანა . ყოფილი კავშირის ტერიტორიაზე დაავადება გამოვლ ინდა პირველად 1964 წელს პრიმორიეს მხარეში ( რომელიც ჩინეთს ესაზღვრება ), საიდანაც სწრაფად გავრცელდა და დიდი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია .

კრიტიდიოზი - მოზრდილი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა . მას იწვევს მსხლისებური , ან ცილინდრის ფორმის ერთუჯრედიანი პარაზიტი Critidia apis, ზომით 3,5 - 9,5 მკმ , რომლის ცენტრში მდებარეობს 0,7 - 1,4 მკმ ზომის ბირთვი . პარაზიტი მოძრაობს 16 - 20 მკმ სიგრძის სქელი ფოჩის საშუალებით . უმოძრაო სტადიაში მას ელიფსური ფორმა აქვს , ზომით 2,0 - 3,5 მკმ , ბირთვი მდებარეობს სხეულის ზედა ნაწილში და არ გააჩნია ფოჩი.

ლეპტომონოზი - ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა . მისი გამომწვევია უმარტივესი , ერთუჯრედიანი ორგანიზმი Leptomonas apis, რომლის სხეული წაგრძელებული , ნემსის ფორმისაა . მისი ერთი ბოლო ყრუა , მეორე ბოლოზე კი აქვს 7 - 25 მკმ სიგრძის ფოჩი . უფოჩო ფორმების სიგრძე კი 5 - 6 მკმ - ია . პარაზიტს აქვს ორი ბირთვი : მთავარი და ბლეფარობლასტი . მთავარი ბირთვი მოთავსებულია უჯრედის შუაში , 284 ბლეფარობლასტი კი მდებარეობს უჯრედის წინა დაბოლოებაში .

გრეგარინოზი - მოზრდილი ფუტკრის ინვაზიური დაავადებაა . მისი გამომწვევია გრეგარიანა _ Leiduana Watson, რომელიც მიეკუთვნება უმარტივეს (Protozoa). მას აქვს ოვალური , ან ცილინდური ფორმა , მაქსიმალური ზომა სიგრძეში 164 94 მმკ , სიგანეში 40 - 60 მმკ . მისი სხეული დაფარულია თხელი კუტიკულათი და გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად . წინა ნაწილი პატარაა და დეიტომერიტი ჰქვია . დეიტომერიტში კარგად შეიმჩნევა ექსცენტრიულად განლაგებული ბირთვაკები .

© Imperveti საქართველო 2018